2014 წლის 18 სექტემბერს ა(ა)იპ –  პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა  პრესკონფერენცია, ღონისძიებას ესწრებოდნენ  კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები, კურსდამთავრებულები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით 6 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ მსურველთა მიღებას 15 პროფესიულ პროგრამაზე აცხადებს.

კოლეჯში დარეგისტრირებული აპლიკანტები, პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემდეგ, სასურველ სპეციალობებზე, სწავლის სრულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებენ. კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო წლიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის რეგიონში ერთადერთი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.