2016 წლის 28 თებერვალს, სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მხარდაჭრითა და ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,კოლეჯში ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ნონა გარფრინდაშვილის, სახელობის ტურნირი გაიმართა.

ტურნირში რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კოლეჯის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირი ჩატარდა საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციასთან შეთანხმებითა და მათი უშუალო ჩართულობით, ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ასევე მოწვეული იყვნენ სტუმრები ჭადრაკის ეროვნული ფედერაციიდან და გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკეები.

წელს გამოჩენილ ქართველ მოჭადრაკე ქალს, „ჭადრაკის დედოფლად“ აღიარებულ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად, კოლეჯში ასევე გაიმართა საზეიმო ღონისძიება და ბლიცტური ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონთან, ცნობილი ტურნირების ფოტომასალის გამოფენა და საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში არსებული ვიდეო მასალის ჩვენება. სტუმრების წინაშე წარსდგა გლდანის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ანსამბლი – ლია კოპალიანის ხელმძღვანელობით.

გამარჯვებულებს მედლები, თასი და სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები თავად ქ-მა ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის სტუდენტებისა და პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა, გაეცვნენ სასწავლო პროცესს, ლაბორატორიებსა და აუდიტორიებს.

ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/media/set/?set=a.871556696323008.1073741864.327029870775696&type=3&uploaded=7