საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ინიციატივით კონფერენცია გაიმართა თემაზე: კერძო სექტორის როლი პროფესიული განათლების განვითარებაში. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ღონისძიების  ფარგლებში ასევე მოეწყო პროფესიული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა  საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს პროფესიული განათლების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა, კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მნიშვნელობის და ამ ჩართულობის საფუძველზე, ორმხრივი სარგებლიანობის გაცნობა, სამომავლო კავშირების დამყარება.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის  წლის საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და განვითარების ძირითადი მიმართულებები. კონფერენციაზე იმსჯელეს დუალურ პროფესიულ განათლებასა და მის მნიშვნელობაზეც.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება (GIZ) და პარტნიორი კონპანიები: კნაუფი, კაპაროლი და ჰეიდელბერგცემენტი.

კონფერენციას ესწრებოდნენ  საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და 50-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და სხვადასხვა დარგობრივი ასოციაიციების წარმომადგენლები.