კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, აგრარული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სექტორით სტუდენტთა, დამსაქმებლთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესება.

სტუდენტთა ნამუშვრებს გაეცნენ და გამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წევრმა ფერმერებმა, ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა, კოლეჯ „აისის“ დამსაქმებლებმა.

კოლეჯში ,,აისი” ამავე დღეს  სტუდენტების მიერ აშენებული საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. გამოფენის პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა საინტერესო აქცია და სახალისო აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს ჰქონდა.

მრავალპროფილიან კოლეჯში „აისი“ 600-მდე სტუდენტი ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლება.