ავეჯის აწყობა/კონსტრუირების მიმართულებით, ორგანიზაცია “ხელოსნების ქალაქში“ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ 16 კურსდამთავრებული დასაქმდა, მინიმალური ხელფასით – 1200 ლარი. მათგან ყველაზე მცირე ასაკის – 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე საწარმოში სტაჟირებას კიდევ რამდენიმე სტუდენტი გადის, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან.

დასაქმებულებმა ავეჯის აწყობა/კონსტრუირების პროფესია, დუალური განათლების ფარგლებში შეისწავლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  კოლეჯში მიღებული თეორიული განათლების პარალელურად, ისინი საწარმოში გადიოდნენ პრაქტიკას. პროგრამა სახელმწიფომ დააფინანსა.