2015 წლის 11-16 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქი სან-პაულო გლობალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლებს. იქ WorldSkills International-ის პროფესიული უნარების რიგით 43-ე შეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველო WorldSkills International-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრში უკვე მეორედ მონაწილეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და WorldSkills Georgia აცხადებენ კონკურსს სხვადასხვა პროფესიის ექსპერტების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრის ორგანიზებაში, წარმატებული კანდიდატების გამოვლენასა და მათ მომზადებაში WorldSkills International-ის საერთაშორისო შეჯიბრისათვის.

ექსპერტები  შეირჩევიან  შემდეგ დარგებში პროფესიების მიხედვით:

მშენებლობა და სამშენებლო ტექნოლოგიები

  • საბათქაშე და თაბაშირმუყაოს სამუშაოები
  • ხუროს სამუშაო
  • სადურგლო სამუშაო
  • სამღებრო და დეკორატიული სამუშაოები
  • კალატოზობა
  • ელექტრო სისტემის მონტაჟი (ელექტრიკოსი)
  • კედლისა და იატაკის ფილებით მოპირკეთება

გამოყენებითი ხელოვნება და მოდა

  • ვიტრინის გაფორმება
  • გრაფიკული დიზაინი
  • ტანსაცმლის დიზაინი და კერვა
  • ფლორისტიკა
  • საიუვილერო საქმე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

  • ბეჭდვითი მედიის ტექნოლოგია
  • საიფორმაციო და საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი
  • IT ქსელური სისტემის ადმინისტრირება
  • IT პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისათვის
  • მობილური აპლიკაციების პროგრამირება
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა – CAD

მომსახურება

  • საექთნო საქმე
  • სარესტორნო მომსახურება (მიმტანი)
  • საკონდიტრო საქმე
  • საპარიკმახერო ოსტატობა (სტილისტი-პარიკმახერი)

ტრანსპორტი და ლოჯისტიკა

  • ავტომობილის ღებვა
  • ავტომობილის ძარის შეკეთება

თითოეული პროფესიის სპეციფიკაციის უკეთ გაცნობის მიზნით გთხოვთ იხილოთ ვებგვერდი: http://www.worldskills.org/index.php?option=com_content&task=section&id=20&Itemid=429

ექსპერტების მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

  • ეროვნული შეჯიბრის გამოცხადებამდე შეჯიბრის მონაწილეებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ეროვნულ შეჯიბრში მონაწილე კანდიდატების შერჩევის პროცესში აქტიური თანამშრომლობა;
  • ეროვნული შეჯიბრის   წესებისა და პირობების გაცნობა მონაწილეებისათვის;
  • ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულის  Worldskills International-ის შეჯიბრისთვის მომზადება;
  • Worldskills International-ის შეჯიბრის წესებისა და პირობების გაცნობა;
  • შეჯიბრის Test Project-ის (დავალების) შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ადგილზე შერჩეული დავალებების 30%-იანი მოდიფიკაციით დანერგვა;
  • ეროვნული შეჯიბრის ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • დარგის ტექნიკური აღწერილობის გუნდურად განხილვა და განახლება;
  • ტექნიკური აღჭურვილობის გადამოწმება;
  • Worldskills International-ის შეჯიბრში მონაწილეობა ექსპერტის სტატუსით.

ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ 5 წლის პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის დარგში;

უცხო ენა: ინგლისური ენის კარგად ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);

სხვა თვისებები და უნარები: პროფესიის სიყვარული და დარგის განვითარების სურვილი;

სწავლების უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი;

დიპლომატიური და კომუნიკაბელური;

საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოავლენის სურვილი;

ენთუზიასტი;

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოთი (შემდეგ ბმულზე: http://eqe.ge/geo/news?info=505 ), სამოტივაციო წერილი და, სულ მცირე, ორი რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@worldskills.ge, 2014 წლის 31 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით:

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+99532) 2200 220 (*3507);

მობ.: (+995) 577 27 88 41

საკონტაქტო პირი: მარინა ჟვანია, WorldSkills Georgia-ს ოფიციალური დელეგატი

WorldSkills Georgia-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული (http://eqe.ge/geo/news?info=505).