საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის 2014 წლიდან ამოქმედდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის 2014 წლიდან ამოქმედდება. პროგრამის მიზანია სკოლებში პროფკონსულტანტები დაეხმარონ მოზარდებს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

სამინისტროს მიერ ინიცირებული ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის’’  განხორციელებას, კერძოდ, პროგრამაში ჩართული კონსულტანტების შერჩევას, მომზადებას, მათი საქმიანობის კოორდინირებასა და მონიტორინგს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს. ცენტრში უკვე დასრულდა პროფკონსულტანტების გადამზადების პირველი ეტაპი.

კონკურსის წესით შერჩეულმა 103-მა პროფკონსულტანტმა და 5-მა კოორდინატორმა  ეტაპობრივად გაიარა გადამზადება შემდეგ მოდულებში:

  • მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მართვის უნარჩვევები
  • პროფორიენტაცია

გადამზადებული პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას, სკოლებისთვის შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ინფორმაციის მიწოდებას, სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას.