საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს საინფორმაციო სემინარი გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-დანერგვის პროცესში.

საინფორმაციო სემინარზე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროფესიული განათლების სექტორში შემუშავებული 2015 წლის „რიგის დასკვნები“, საერთაშორისო გამოცდილება ეროვნული პროფესიული საბჭოების წარმატებული ფუნქციონირებისა და საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სემინარს ესწრებოდნენ პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.