საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას!

ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში,  სრული სახელმწიფო დაფინანსებითდაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება  საღამოს კურსებიც.

სასურველი პროგრამისა და კოლეჯის/უნივერსიტეტის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge) და პროფესიულიგანათლების ვებ-პორტალზე (www.vet.ge).

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში,  სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულისაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

რეგისტრაცია იწარმოებს 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა დათარიღის შესახებ.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც  პროფესიისმოსინჯვის გზით მათთვის პროფესიის შერჩევას გულისხმობს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ტესტირებას გაივლიან მშობლიურ  ენაზე.

სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტებისთვის, სწავლის პერიოდში დროებით საცხოვრებელს ან ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!