საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“, თურქეთის ქ. სტანბულის ენერგო ტექნიკის სასწავლო ცენტრის „UGETAM“-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და კომპანია „აზია ენერჯის“ წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით,  სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსები ტარდება პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა და ელექტრო შედუღების მეთოდიკის  მიმართულებით.

ტრენინგს მოწვეული  უცხოელი ექსპერტები უძღვებიან და მასში ქართველი დარგის სპეციალისტები, კოლეჯ  „სპექტრის“ პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობენ. სწავლება  როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული მაგალითების განხილვით მიმდინარეობს.

ტრენინგის მსვლელობისას ხორციელდება პირდაპირი ჩართვა იტალიიდან, ქალაქ მილანიდან, სადაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით „MCE გლობალური კომფორტული ტექნოლოგიები“-ს გამოფენა მიმდინარეობს. ჩართვისას,  უცხოური პარტნიორი კომპანიები ქართველ მონაწილეებს  უახლეს ტექნოლოგიებს აცნობენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს წამყვანი სასერთიფიკაციო ცენტრების მიერ აღიარებული საერთაშორისო დონის სერთიფიკატი, 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და ID ბარათი გადაეცემათ.