პროფესიული ტესტირება 6 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება.
პრეტესტი ჩატარდება 5 მაისს და მასში  მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 

პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელი ვებგვერდიდან  www.vet.emis.ge
 
საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 5 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
 
ბარათზე მითითებული იქნება: 
  • აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:
  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი  პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.