29 -30 ოქტომბერს, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს, პროფესიული ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, საშუალება აქვთ შეცვალონ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი ვებ გვერდზე –www.vet.emis.ge.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი, ან დაამატოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტის ტიპის მიხედვით, გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლის დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 10622 აპლიკანტი. სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 7233 აპლიკანტმა.