საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას მოგახსენებთ საგანმანათლებლო სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობისთვის!

გაცნობებთ, რომ 2018 წელს შეიცვალა ქვეპროგრამის დასახელება და ეწოდა „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა“. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსი არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ პროექტებს/კურსებს (რომელთა შერჩევაც ასევე მოხდა კონკურსის წესით).

2017 წელს განხორციელებული პროექტების/კურსების გაგრძელების მიზნით, დაწესებულებამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინოს განაცხადი. განაცხადს თან უნდა დაერთოს პარტნიორი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის წერილი, რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლას აქვს სურვილი, კონკრეტულ კოლეჯთან/უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განაგრძოს კურსის განხორციელება ახალი ჯგუფებისათვის (მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები).

წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

  • კურსის დაფინანსების შესახებ;
  • კურსის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;
  • რეკომენდაცია კურსის შინაარსის/ბიუჯეტის კორექტირების შესახებ;
  • კურსის დაფინანსების შესახებ მოთხოვნილი ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით.

 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 მარტი (განაცხადის ფორმა, დანართი (კურსი) )
კურსების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გთხოვთ, იხელმძღვანელოთ შემოთავაზებული   გზამკვლევი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!