საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, მისი სამოქმედო გეგმისა და კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის თაობაზე რეკომენდაციების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა დამსაქმებლებთან ურთიერთობისა და მათი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის საუკეთესო მაგალითები წარმოადგინეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კერძო სექტორის გააქტიურება და  პროფესიულ განათლებაში ჩართულობა წარმოადგენს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა  და  30-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.