საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს მიღწეული შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომაზე შეაჯამა.

სხდომაზე განხილული იქნა 2016 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და პოლიტიკის მატრიცით განსაზღვრული განსახორციელებელი აქტივობები. ასევე, განმახორციელებლების მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პროექტების შედეგები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

საბჭოს მიზანია. საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების” შეთანხმების პირობათა შესაბამისად, სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.