მიმდინარე წლის, 31 იანვარს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, პროფესიულ კოლეჯს „იკაროსი“ და რესტორანს „ქართულ სახლი“ შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში,  წარმატებულ, პროფესიულ სტუდენტებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა რესტორნის „ქართული სახლი“ ბაზაზე გაიარონ საწარმოო პრაქტიკა და განივითარონ პროფესიული უნარები მზარეულის, მიმტანისა და სარესტორნო საქმის წარმოების პროფესიული პროგრამების მიმართულებით.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  კოლეჯის „იკაროსი“ და რესტორნის „ქართული სახლი„  წარმომადგენლები.