პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ საგამოცდო ბარათები ამობეჭდონ ვებ-გვერდიდან:  www.vet.emis.ge.
საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას, ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და  საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
 
გასათვალისწინებელია, რომ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია საგამოცდო ბარათის წარდგენა!