თქვენ მიერ არჩეული პროფესიული პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილების განხორციელება შეგიძლიათ 2018 წლის 10 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.vet.emis.ge) ან სარეგისტრაციო ცენტრისთვის მიმართვის გზით.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ, წაშალოთ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, თქვენ მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში.