პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირმა, ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა მიმართოს სარეგისტრაციო ცენტრს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტს საგამოცდო ბარათი შეუძლია ამობეჭდოს ვებ-გვერდიდან: https://vet.emis.ge/#/

რეგისტრირებული აპლიკანტის საგამოცდო ბარათში პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია:

  • საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას
  • ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი
  • ტესტირების ჩატარების თარიღი
  • ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო

ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საგამოცდო ბარათი
  • პირბადე და კალამი

სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25%-ზე მეტი) გადალახოს.

პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება,სადაც აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ტესტის ნიმუშები იხილეთ ბმულზე : https://naec.ge/#/ge/post/2219