სამეწარმეო საზოგადოების ინიციატივაარ გამოტოვოთ განაცხადის შემოტანის საბოლოო თარიღი – 2015 წლის 13 თებერვალი!

განაცხადები მიიღება აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, თურქეთიდან, ცენტრალური აზიდან და  ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ რეგიონიდან.

კონკურსის საფუძველზე  გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკისათვის შეიქმნება შესაბამისი ვიდეო რგოლი, ასევე ინფორმაცია განთავსდება წიგნში, რომელიც დაიბეჭდება ივნისში, ტორინო პროცესის კონფერენციისათვის.

 ჩვენ ვეძებთ:

ადგილობრივ დონეზე დამყარებულ პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს სათანადო უნარების, მეწარმეობისა  და სამუშაო ადგილების შექმნას. სამეწარმეო საზოგადოება წარმოადგენს ბიზნესის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი ორგანოების ან სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობას ადგილობრივ დონეზე. მსგავსი ტიპის თანამშრომლობას შესაძლოა ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომელიც შეძლებს დააკავშიროს დაინტერესებული მხარეები ერთიანი ქმედებისთვის.

სამეწარმეო საზოგადოების ფარგლებში დაინტერესებული მხარეები მუშაობენ ერთად და იყენებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს იმისათვის, რომ შექმნან უფრო მეტი და გაუმჯობსებული სამუშაო ადგილი, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ზემოხსენებული პარტნიორობა აანალიზებს არსებულ ადამიანურ კაპიტალს და აუმჯობესებს ადგილობრივ შრომის ბაზარს მოთხოვნისა და მიწოდების იდენტიფიცირების გზით, თავს უყრის რესურსს შესაბამისი უნარების განვითარებისათვის, სტიმულირებას უკეთებს სამეწარმეო ნიჭს და ა.შ. სამეწარმეო საზოგადოება არის დინამიური და მომავალზე ორიენტირებული.

სამეწარმეო საზოგადოების პირველი კონკურსი 2014 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა შვიდი საუკეთესო პრაქტიკა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ვიდეო-რგოლები:

ალჟირი: https://www.youtube.com/watch?v=ecE8X8TY1x4
ბელარუსი: https://www.youtube.com/watch?v=rWUJdJrKr1E
მოლდოვა: https://www.youtube.com/watch?v=WIJwyaLuPeI
ისრაელი: https://www.youtube.com/watch?v=ELeahECJgfk
იორდანია: https://www.youtube.com/watch?v=KdS6svnYXmU
ლიბანი: https://www.youtube.com/watch?v=ko62S35QsJc
სერბეთი: https://www.youtube.com/watch?v=aPxzs-sGcYQ

აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • შეავსეთ აპლიკაცია ვებ-გვერდზე;
  • შეინახეთ შევსებული აპლიკაცია თქვენს კომპიუტერში (დააკლიკეთ მარჯვნივ თქვენს მაუსს და შეინახეთ pdf ვერსია);
  • გამოაგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ ელ-ფოსტაზე: centrepreneurial.communities@etf.europa.eu;
  • თუ თქვენს მიერ გამოგზავნი აპლიკაცია წარმატებით იქნა მიღებული გეცნობებათ  48 საათის განმავლობაში.

სააპლიკაციო ფორმა (ინგლისური, ფრანგული და რუსული) რიგით მეორე კონკურსისათვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.etf.europa.eu/web.nsf/pages/entrepreneurial_communities.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: entrepreneurial.communitie@etf.europa.eu

ინიციატივა შეიქმნა და განხორციელდა შემდეგი ორგანიზაციების პარტნიორობის ფარგლებში: Committee of the Regions (COR), the Euro-Mediterranean Regional and Local Assembly (ARLEM), the Conference of the Regional and Local Authorities for the Eastern Partnership (CORLEAP), the Union for the Mediterranean (UfM), the European Economic and Social Committee (EESC), European Vocational Training Association (EVTA), the Regional Cooperation Council (RCC), and Eurochambers.