ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“.

ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე საქართველო აქტიურად მუშაობს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციების, სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში 2012-2013 წლებში ჩატარებული სამუშაოების და მაგალითების შედარება და გამოცდილების გაზიარება.

მხარეებმა განიხილეს არაფორმალური განათლების აღიარების მიდგომები და საპილოტო მაგალითები (უკრაინა), ასევე მისი სამართლებრივი საფუძვლები (მოლდოვა). ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. შეხვედრაზე განისაზღვრა „არაფორმალური განათლების აღიარების“ შემდგომი ნაბიჯები.

შეხვედრის ბოლოს  მეთოდოლოგიის ასპექტებზე დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა, დასაქმების სფეროში ჩართული უწყებების ხელმძღვანელებმა და სოციალურმა პარტნიორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში სომხეთში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში გამართულ საპილოტო ინიციატივებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.