მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის მისიებთან ერთად, ახორციელებს პროექტს „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. პროექტის მიზანია განავითაროს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში  შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ეფექტური მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მიგრანტთა ლეგალურ დასაქმებას, მათი პროფესიული უნარების განვითარებას, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

  • საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება პოლონეთსა და ესტონეთში მიგრანტების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების შესახებ (დამატებითი ინფორმაციისათვის – უცხოური სამუშაო ძალაზე მოთხოვნილი პროფესიების/კვალიფიკაციების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. იხ. დართული საინფორმაციო პოსტერი, რომელიც შეგიძლიათ  გამოაკრათ და ვებ-გვერდზეც დადოთ);
  • პოლონეთსა და ესტონეთში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია, კატეგორიზაცია და პირველადი (წინასწარი) შერჩევა;
  • პოლონეთსა და ესტონეთში კონკრეტული ვაკანსიების/დამსაქმებლების მოძიება;
  • პოლონეთში  და ესტონეთში დასაქმებისთვის  შრომითი მიგრანტის საბოლოო შერჩევა;
  • მიგრანტების გამგზავრების-წინა ორიენტაცია და ტრენინგი;
  • მიგრანტების გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურების (ვიზა, ბილეთი, ჩასვლა და ა.შ.) მხარდაჭერა;
  • მიგრანტთა პოლონეთსა და ესტონეთში ჩასვლის შემდგომი ორიენტაცია და დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარება;

პოლონეთსა და ესტონეთში დასაქმებული მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების მონიტორინგის მხარდაჭერა.

LM Poster