საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ჯეოტურანთან“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა და შემუშავდა პროექტი „ევრო-მასტერი“, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“, სადაც კურსდამთავრებულები ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით, მარტივს და პროდუქტიულს გახდიან სერვისულ მომსახურებას.

კომპანია „ჯეოტურანის“ დაფინანსებით, დღეს კოლეჯში „სპექტრი“ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა   უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -დასაქმდეს