საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) – საქართველოს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის კონტექსტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების თანამედროვე შესაძლებლობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ალტერნატიული მოდელები და მეწარმეობის განვითარების ახალი შესაძლებლობები გააცნო.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიულ განათლებაში ჩართული დაინტერესებული მხარეები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები