პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ, რომლებიც 2017-2018 ლებში ჩართულები იყვნენსკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის განხორციელებაში!!!

2017-2018 წლებში განხორციელებული კურსების გაგრძელების მიზნით, დაწესებულებამ საქართვლეოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს განაცხადი. განაცხადს თან უნდა დაერთოს პარტნიორი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სკოლას აქვს სურვილი, კონკრეტულ კოლეჯთან/უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განაგრძოს კურსის განხორციელება ახალი ჯგუფებისათვის (მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები).

წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

  • კურსის დაფინანსების შესახებ;
  • კურსის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;
  • რეკომენდაცია კურსის შინაარსის/ბიუჯეტის კორექტირების შესახებ;
  • კურსის დაფინანსების შესახებ მოთხოვნილი ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით;

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 თებერვალი

განაცხადის ფორმა 

დანართი 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!