2014 წლის 19 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა ღია კარის დღე.  ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, პროფესიული განათლების მიღების მსურველები,  ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და   კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი  კომპანიების წარმომადგენლები.

საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა- როინ ტაკიძემ  მოწვეულ სტუმრებს გააცნო   იმ პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი, რომლებსაც  კოლეჯი ახორციელებს და  მიაწოდა ინფორმაცია დაწესებულებაში მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების  შესახებ.