მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სსიპ პროფესიულ კოლეჯში ,,მოდუსი“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც  ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და მერიის,  კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასწავლებელში დარეგისტრირების მსურველები,  მათი მშობლები და  სტუდენტები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს კოლეჯის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა  შესახებ, რომელთაც კოლეჯი ახორცილებს.  სტუმრებს ასევე განემარტათ, რომ სხვა სახელმწიფო თუ კერძო კოლეჯების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე –  www.vet.ge,  საინფორმაციო ცენტრებში, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.  გარდა პროფესიული პროგრამებისა,  მოწვეულ სტუმრებს მიეცათ  საშუალება გაცნობოდნენ   კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს, კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებთან  თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს.

დამსაქმებლების მხრიდან,  ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შრომის ბაზრის მოთხოვნისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს ასევე  ჰქონდა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა კოლეჯის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადგილზე გაევლო რეგისტრაცია მისთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.