19 სექტემბერს  სსიპ პროფესიულ კოლეჯში „ფაზისი“  ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა სასწავლო პროგრამები, განიხილეს სტუდენტთა რეგისტრაციის მიმდინარეობა, მოეწყო სასწავლო პროცესისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერება.  სტუმრებს სასწავლო პროცესზე, სტუდენტთა პროფესიებისა და სპეციალობების შერჩევა-დაუფლების პროგრამებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო  გეგმებზე ესაუბრა კოლეჯის დირექტორი –  ნინო  ბაკურაძე.

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ  კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები, წარმატებული კურსდამთავრებულები, ადგილობრივი  თვითმმართველი ორგანოების – საკრებულოსა და მერიის  წარმომადგენლები.

კოლეჯის მატერიალური ბაზის დათვალიერების შემდეგ, აპლიკანტებს სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა, დამსაქმებლებმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მნიშვნელობას. ისაუბრეს  წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა და ასევე წარმატებით დასაქმებულებმა და საკუთარი პროფესიული და კარიერული მიღწევები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.