2014 წლის 19 სექტემბერს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე, რომელსაც  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და ის დამსაქმებლები ესწრებოდნენ, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.

დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ასევე, გააცნო იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა  ჩამონათვალი, რომლებსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დამსაქმებელთა ჩართულობას პროფესიული პროგრამების როგორც შემუშავებაში, ასევე მათ განხორციელებაში. 2014-2015 სასწავლო წელს, სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, უნივერსიტეტი განახორციელებს აგრარული მიმართულების მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების: ,,ფერმერი“, ,,მეცხოველე“, ,,ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი“ პილოტირებას.