მიმდინარე წლის, 31 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა  შეხვედრა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  დაფუძნების თაობაზე. შეხვედრას  ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სსიპ პროფესიული კოლეჯის „მოდუსი”, გაეროს განვითარების პროგრამისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, განიხლულ იქნა, ადგილობრივ დონეზე პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულების დაფუძნებისა და  შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხები. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,  ბ-ნმ, მერაბ თოფჩიშვილმა განმარტა, რომ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთი  ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად, მოსახლეობისათვის  მაღალი ხარისხის კომპეტენციების განვითარება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება/გადამზადება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის  ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობა კერძო სექტორის მოთხოვნისა და მხარდაჭერის  გათვალისწინებით, მზადყოფნას გამოხატავს ხელი შეუწყოს რაიონში ახალი  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებას, რომლის ფუნქციონირებაც  ძირითადად  აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება ორიენტირებული.