Monthly Archives: October 2017

05/10/2017 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით,  აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. ასევე, წელს პირველად, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება ოთხი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (მეფუტკრე, მზარეული, სარესტორნო საქმე და […]