Monthly Archives: November 2018

12/11/2018 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

თქვენ მიერ არჩეული პროფესიული პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილების განხორციელება შეგიძლიათ 2018 წლის 10 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.vet.emis.ge) ან სარეგისტრაციო ცენტრისთვის მიმართვის გზით. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ, წაშალოთ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, თქვენ მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში.

08/11/2018 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

პროფესიული ტესტირების შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge.