Monthly Archives: April 2019

30/04/2019 პროფესიული ტესტირების აპლიკანტთა საყურადღებოდ!

          პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათის (მოსაწვევის) მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ცენტრებს!   ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ საგამოცდო ბარათი ამობეჭდოთ ვებ-გვერდიდან: www.vet.emis.ge!   გაითვალისწინეთ, რომ პროფესიულ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია დაბადების ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის და საგამოცდო ბარათის (მოსაწვევის) წარდგენა!  

05/04/2019 2019 წლის 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სასურსათო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის, მასალათამცოდნეობისა და სხვა მიმართულებებით.