
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-ნმა თამარ სანიკიძემ, ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-ნმა თამარ სანიკიძემ, ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოების საინფორმაციო სემინარი.
მიმდინარე წლის 29 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკადემიური ჟესტური ენის განვითარებისათვის განხორციელებული სამუშაოები სპეციალისტებმა შეაჯამეს, ასევე გაიმართა ვებ-გვერდის „SignWiki“ პრეზენტია. ვებ-გვერდი განკუთვნილია ყრუ პირთათვის, მათი მშობლებისთვის, ჟესტური ენის პედაგოგებისა და თარჯიმნებისთვის. შეხვედრა, რომელსაც პედაგოგები, ჟესტური ენის თარჯიმნები, სმენადაქვეითებული ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-ნმა თამარ სანიკიძემ.
სასტუმრო რედისონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარებით“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამსაქმებლებმა […]
მიმდინარე წლის 15 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის.
მიმდინარე წლის 15 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის. პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით 15 ივლისი მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღედ გამოცხადდა. UNESCO“-ს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის „UNEVOC“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 15 ივლისს, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ქართული კულტურული და ტრადიციული ხელოვნების პროფესიულ სტუდენტთა თემატური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების როლი მეწარმეობის განვითარებაში. ამ მიზნით, სამინისტრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად მუშაობს მეწარმეობის ახალ მოდულზე, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაბლაბების“ (Fab Lab (Fabrication Laboratory) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დაფუძნებას გულისხმობს. ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებითა და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.
მიმდინარე წლის 29 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს“ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ქ-ნი თამარ სანიკიძე.
მიმდინარე წლის 29 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში მოქმედი, “დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი- ქ-ნი თამარ სანიკიძე.