2014 წლის 16 სექტემბერს სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ საოპერო მომღერალსა და საქველმოქმედო ფონდ “იავნანა”-ს დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს უმანსპინძლა. სტუმარი კოლეჯში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესდა,   დაათვალიერა სასწავლო ლაბორატორიები და აუდიტორიები, სტუდენტთა ნახელავი, გაეცნო პედაგოგებსა და კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს გააცნო მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის პროექტი და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა  ფონდში „ივერიისა“ გაწევრიანებისა და მშენებლობის მხარდაჭერისაკენ.

შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა ფონდი „ივერიისა“ და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმა .