მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა გახსნა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების შინაარსის, შესაბამისი სასწავლო პროცესის, პრაქტიკის გავლის, შესაძენი უნარ-ჩვევების, მისანიჭებელი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა უპასუხეს და დაინტერესებულ პირებს განუმარტეს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო დაფინანსებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  დაეუფლონ სასურველ პროფესიას – ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით.