პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ 2014 წლის 18 სექტემბერს ჩატარდა ღია კარის დღე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქ. თელავის მერიის წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ადგილობრივი მედია საშუალებები, კოლეჯის კურსდამთავრებულები, აპლიკანტები,  მათი მშობლები  და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიება გახსნა კოლეჯის დირექტორმა ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო  ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთაც კოლეჯი ახორციელებს   და რომლებზეც მიმდინარეობს რეგისტრაცია.

ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის ადმინისტრაციამ მოწვეულ სტუმრებს, ასევე წარუდგინა მასწავლებლები, რომლებმაც დაინტერესებულ პირებს  გააცნეს კოლეჯში მიმდინარე  სასწავლო – საგანმანათლებლო პროცესის დეტალები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი და გასცეს პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ასევე,  დაინტერესებულ პირებს წარუდგინეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო გეგმები და  პერსპექტივები.