საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით ახორციელებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას. პროგრამის მიზანია საქართველოში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის  ჩამოყალიბება, რაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაეხმარება შესაბამისი პროფესიის არჩევასა და სამომვლოდ კარიერის სწორად დაგეგმვაში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 12 ივნისს ქ. გორის მე–5 და გორის რაიონის სოფელ ძევერის საჯარო სკოლების მე–9 კლასის მოსწავლეებისათვის პროფესიულ კოლეჯში ,,განთიადი” ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო ლაბორატორიები, გაეცნენ თითოეული პროფესიის სპეციფიკას და ადგილზე მოსინჯეს კონკრეტული სპეციალობები.

ღონისძიებას ორგანიზება პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებმა და კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად გაუწიეს.