• English
  • მთავარი
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი

გახდი პროფესიონალი და დასაქმდი

  • პროფესიული
    განათლება
    • ახალი პროფესიული სტანდარტები
    • რა არის პროფესიული განათლება?
    • მიმართულებები და პროფესიების აღწერილობა
    • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
    • ჩარიცხვის პროცედურა
    • გაიცანით პროფესიონალი
    • პრაქტიკის განმახორციელებელი დაწესებულებები
  • საგანმანათლებლო
    დაწესებულებები
    • სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • პროფესიული
    ორიენტაცია
    • რა არის პროფესიული ორიენტაცია
    • აირჩიე პროფესია
    • საინფორმაციო ცენტრები და რესურს ცენტრები
  • სიახლეები, რესურსები
    და მულტიმედია
    • სიახლეები
    • რესურსები
      • საგანმანათლებლო რესურსები
      • კვლევები
      • აუდიო ფაილები
    • წარმატების მაგალითები
    • ფოტოგალერეა
      • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
      • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
      • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
      • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
      • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
      • თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
      • პროფესიული კოლეჯი “ოპიზარი”
      • პროფესიული კოლეჯი “სპექტრი”
      • პროფესიული კოლეჯი ”ბლექსი”
      • პროფესიული კოლეჯი ”განთიადი”
      • პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი”
      • პროფესიული კოლეჯი ”ლაკადა”
      • პროფესიული კოლეჯი ”მერმისი”
      • პროფესიული კოლეჯი ”პრესტიჟი”
      • პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი”
      • პროფესიული კოლეჯი ”ჰორიზონტი”
      • საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”
      • საზოგადოებრივი კოლეჯი ”აისი”
      • საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია”
      • საზოგადოებრივი კოლეჯი-გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი
      • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
      • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
    • ვიდეოგალერეა
      • ინკლუზიური განათლება
      • პროფესიები
      • პროფესიული განათლება
      • კონკურსი WorldSkills
      • პროფესიული კოლეჯები
    • რადიოგადაცემები
    • ფორუმი
  • საერთაშორისო
    თანამშრომლობა
    • საერთაშორისო პროექტები
    • WorldSkills
    • პროფესიულ განათლებაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები
  • პროფესიული
    განათლების სისტემა
    • საქართველოს განათლების სისტემა
    • საკანონმდებლო ბაზა
    • პროფესიული სტანდარტები და კვალიფიკაცია
    • პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია
    • ეროვნული პროფესიული საბჭო
    • სექტორული საკოორდინაციო საბჭო

პროფესიული ორიენტაცია

  • რა არის პროფესიული ორიენტაცია
  • აირჩიე პროფესია
  • საინფორმაციო ცენტრები და რესურს ცენტრები

რა არის პროფესიული ორიენტაცია

proforientacionრა არის პროფესიული ორიენტაცია?

პროფესიული ორიენტაცია სხვადასხვა მომსახურებისა და ღონისძიებების ერთბლიობაა, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები განათლების, გადამზადებისა და პროფესიების შესახებ, და მართონ საკუთარი კარიერა. ამ პროცესის ფარგლებში ადამიანებს მიეწოდებათ ინფორმაცია შრომითი ბაზრის, სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, პროფესიული ორიენტაცია ადამიანებს ეხმარება საკუთარი მისწრაფებების, ინტერესების, კომპეტენციების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციებისა და უნარების გააზრებაში და მათ შესაბამის სასწავლო პროგრამასა თუ სამუშაო შესაძლებლობასთან დაკავშირებაში.

პროფესიული სასწავლებლების ფარგლებში მომუშავე პროფესიული ორიენტაციის მენეჯერები პოტენციურ და არსებულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ და კარიერულ დაგეგმვაში ეხმარებიან. ისინი:

  • კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან ნებისიერ ადამიანს, რომელიც პროფესიული განათლებითაა დაინტერესებული.
  • დაინტერესებულ პირებს აცნობენ კონკრეტული სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული პროფესიულ-საგანმანათლებლო შესაძლებლობების, ადამიანური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა თუ პრაქტიკული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ.
  • აწყობენ “ღია კარის დღეებს” პროფესიულ სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში, დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ პროფესიულ სასწავლებლებს.
  • პროფესიული ინფორმაციისა და კონსულტაციების შემდეგ მსურველებს ეხმარებიან პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციაში
  • აწარმოებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზებს
  • თანამშრომლობენ ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს პრაქტული ტრენინგისა და სწავლების გავლის საშუალებას აძლევენ
  • სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აცნობს მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაო შესაძლებლობებს.
  • დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუსათვის მომზადებაში.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია პროფესიულ ორიენტაციის სისტემაში შემდეგი დაინტერესებული მხარეების ჩართვა: მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რესურსცენტრები, კერძო სექტორი, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. სწორედ სკოლის ასაკში და სკოლის დახმარებით უნდა გაეცნოს მოზარდი სხვადასხვა პროფესიების თავისებურებებს, შეიქმნას წარმოდგენა შრომის ბაზარზე და განვითარების პერსპექტივებზე; გაეცნოს სხვადასხვა სფეროში მაღალი მიღწევების მქონეა ადმიანებს, გააცნობიეროს საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები ადეკვატური თვითშეფასების უნარისა და კარიერის კონკრეტული გეგმის შემუშავების გზით.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურს მართავს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის უფროსი, რომელსაც ექვემდებარება 5 კოორდიანტორი. საქართველოში არსებულ რესურს-ცენტრებში გადანაწილებულია 103 პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია 20-22 სკოლაში პროექტის წარმატებით განხორციელებაზე. ამ ეტაპზე, დაგეგმილია მე-9 და მე-11 კლასებში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილის (პროფესიის საათის) ჩატარება. გარდა აღნიშნული სპეციალისტებისა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებში მუშაობს პროფორიენტაციის მენეჯერი, რომლის ვალდებულებაა აპლიკანტების, პროფესიული სტუდენტებისა თუ კურდამთავრებულების სწორი პროფორიენტცია და დასაქმებაში ხელშეწყობა.


myprofessionვებგვერდი შექმნილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. www.myprofession.ge -ზე შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი რესურსები, რომლებიც ხალგაზრდებს დაეხმარება მათი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად, აირჩიონ მომავალი პროფესია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდზე განთავსებული ტესტების შევსება, შედეგების ხილვა და მასზე დაყრდნობი გადაწყვეტილების მიღება.



1386687519_ACP_PDF 2_file_documentპროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის დადგენილება

წევრობა/Membership

 
unevoc unevoc
UNEVOC The Torino Process

Ministry of Education and Science of Georgia, 52 Dimitri Uznadze Str., 0102 Tbilisi,
Tel: (995 32) 2 200 220

© 2016 Vet.Ge All rights reserved