საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, 14-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, აცხადებს რეგისტრაციას 150–ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების გავლის შემდეგ, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს თქვენს სწავლას სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით​ პროფესიულ სასწავლებლებში, რესურსცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში.

გახდი პროფესიულანი და დასაქმდი.

ცხელი ხაზი: 200 220