პროფესიული განათლების ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია


პროფესიული განათლების ახლადშექმნილი საინფორმაციო პორტალი vet.ge ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომს ხდის  ინფორმაციას სექტორში მიმდინარე ინტერვენციების, საგანმანათლებლო სერვისების, რეგულაციების შესახებ. სპეციალურად შექმნილი დიზაინი და ფუნქციონალი, მომხმარებელს უადვილებს გაეცნოს სიახლეებს,  მოძებნოს მისთვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემი და გააკეთოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კარიერული არჩევანი.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერის შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა მარტივად მიიღოს ინფორმაცია და სასურველი მონაცემები საქართველოში პროფესიული განათლების შესახებ. ასეთი მრავალფუნქციური ინსტრუმენტის შექმნა, ხელს უწყობს გამჭვირვალობას, თანაბარ შესაძლებლობებს და ხარისხიან განათლებაზე უკეთეს ხელმისაწვდომობას. გვჯერა, რომ ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს   პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ღირსეული დასაქმებისთვის.“  -განაცხადა მინისტრის მოადგილემ ქ-ნ თამარ ქიტიაშვილმა.

ვებგვერდი შეიქმნა „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“,  პროექტის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს და რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი, ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მეშვეობით.