ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელთა ქოუჩინგისთვის ტრენინგი ჩატარდა


პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა შერჩეული ფასილიტატორების მომზადებას ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელთა ქოუჩინგისთვის. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ფასილიტატორები, ამავე დროს არიან ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებლები და მათ უკვე აქვთ შესაბამისი მიმართულებით სწავლება-შეფასების გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით, შეიქმნა ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელთა ქსელი, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის განვითარება და მათი სისტემური მხარდაჭერა კონსულტირების/ქოუჩინგის გზით.

ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელთა კონსულტირებისა და ქოუჩინგის პროცესი 2020 წლიდან ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდის საგნობრივი ექსპერტების დახმარებით. წელს პირველად, კოლეგების ქოუჩინგს თავად მასწავლებლები წარმართავენ.