პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2022


ათასწლეულის ფონდმა 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა, რომლის პარტნიორიც, წელს პროფესიული უნარების სააგენტო გახდა. 

ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, სააგენტოს 5 ახალი კატეგორია წარადგინა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე საინტერესო სიახლეების წარმოჩენა და რაც მთავარია, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასთან ერთად, მისი ხარისხის გაუმჯობესება. 

სააგენტოს რჩეული მონაწილეები, შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან: 

  • წლის საერთაშორისო ინიციატივა 
  • სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი 
  • წლის რეგიონული მხარდამჭერი 
  • წლის საიმიჯო კამპანია 
  • წლის სამეწარმეო ინიციატივა 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება. ტრადიციულად, მისი მხარდამჭერია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი. 

პროფესიული განათლების 2022 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებგვერდზე -www.millennium.org.ge.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.