USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის


USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” აცხადებს საგრანტო კონკურსს "კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: JOBS.GE - Grant Competition - USAID Industry-led Skills Development Program.

18 ნოემბრიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია 6 საინფორმაციო შეხვედრა, რომელთა გრაფიკი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram. საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა, აუცილებელია, წინასწარ გააგზავნონ პირადი საკონტაქტო ინფორმაცია სარეგისტრაციო ელ.ფოსტაზე: skillsgrants@iesc.org. 

საგრანტო განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 20 დეკემბრის 18:00 საათამდე. პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საინფორმაციო ბიულეტენს.