სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება

კოლეჯი ,,ბლექსი’’

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება“ სწავლა შეუძლიათ საბაზო განათლების მქონე სრულწლოვან პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ან აპირებენ დასაქმებას მომსახურების ისეთ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია კვების ინდუსტრიასთან. პროგრამის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის კვების ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის წესებს, გაეცნობა კვების ჰიგიენის საერთაშორისო სისტემა - HACCP -ს და საწარმოში პრერეკვიზიტული პროგრამის GHP - სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკისა და GMP- სანიმუშაო წარმოების პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობას. მსმენელი შეისწავლის ტერიტორიისა და სამუშაო არეალის დასუფთავებისა და სანიტარიზაციის პროცედურებს, სადეზინფექციო ხსნარებისა და ქიმიკატების გამოყენების, სამუშაო დანადგარებისა და ინსტრუმენტების დასუფთავების, მოვლისა და შენახვის წესებს, საწარმოს სწორი მოწყობისა და გამართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების გზებსა და მექანიზმებს, ნარჩენების უტილიზაციის პროცედურებს. სწავლება ხორციელდება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კოლეჯის ბაზაზე. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

Contact Info

Join and get news and updates first

Large call to action for registration