ამფეთქებელი

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დროს მუდამ საჭირო ხდება ქანების დანგრევა, ქანის გარკვეული ნაწილის მოცილება მასივისაგან. ქანების დანგრევას მოითხოვს, აგრეთვე, საგზაო მშენებლობა, სხვადასხვა დანიშნულების არხების გაყვანა, სატრანსპორტო გვირაბების, მათ შორის, მეტროპოლიტენის, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების მშენებლობა, ჰიდროტექნიკური ნაგებობების აგება, მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობა და სხვ. ქანების დანგრევითი შესასრულებელი სამუშაოების ხასიათი მრავალფეროვანია, ზოგჯერ საჭიროა მხოლოდ ცალკეული ლოდების დამსხვრევა, ზოგჯერ კი ქანის უზარმაზარი მასივის დანგრევა და გადაადგილება. ქანების დანგრევისათვის ფართოდ იყენებენ აფეთქების ენერგიას. მისი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება მოითხოვს ფეთქებადი ნივთიერებების თვისებების, ასაფეთქებელი სამუშაოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის ღრმა ცოდნას. ქანების დანგრევის ამოცანების მრავალფეროვნების გამო მათი შესრულება აფეთქების სრულიად სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას საჭიროებს. აფეთქების საქმის სათანადო დონეზე დაუფლების მიზნით შემუშავდა პროფესიული მომზადების პროგრამა.

Contact Info

  • თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი
  • www.gtu.ge
  • 599024544

Join and get news and updates first

Large call to action for registration