სარესტონო სერვისი და სერვირება

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა"

პროფესიული მომზადების პროგრამა ,,სარესტონო სერვისი და სერვირება’’ , შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სარესტორნო სფეროს სპეციალისტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია სარესტორნო სერვისის და სერვირების შესრულება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმების დაცვით. პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მინიმუმ 16 წლის-საბაზო განათლებით, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/პროფესიული უნარები და დასაქმდეს ამ მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა და მოიცავს 250 საკონტაქტო საათს. სწავლების განხორციელება შესაძლებელია ორგვარი მიდგომით: პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება სასწავლო დაწესებულებაში და ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა სასწავლო დაწესებულებაში; პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით კერძოდ, ზოგიერთი სწავლების შედეგი/ები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში; პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

Contact Info

  • აჭარა, ქობულეთი, ქ.ქობულეთი, შ.რუსთაველის N154
  • www.kpc.ge
  • 591811176

Join and get news and updates first

Large call to action for registration