პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისის განვითარების აუცილებლობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ხაზგასმულია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში. 2014 წლიდან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ხელმისაწვდომია პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირების სერვისი, პროფესიული განათლების მიღების მსურველი პირების და სტუდენტებისთვის, ხოლო კარიერის მართის სერვისი კი კურსდამთავრებულებისთვის. კოლეჯში სპეციალურად გამოყოფილი პირი, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, დაინტერესებულ პირს აწვდის ინფორმაციას, დაწესებულებაში არსებული პროგრამების, რესურსების, შესაძლებლობების შესახებ; ასევე ეხმარება  განსაზღვროს კარიერული განვითარების ორიენტირი, საკუთარი ინტერესებისა თუ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.​