VET

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge - საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას - (+995 32) 2200 220; info@emis.ge.