VET
  1. მთავარი
  2. სიახლეები
profesiul-saganmanatleblo-programebze-registratsia-daitsyo
5/11/26, 11:00 AM

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 2026 წლის 11 მაისს და გაგრძელდება 29 მაისის 00:00 საათამდე. როგორ დარეგისტრირდეთ რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, სპეციალურ პორტალზე: vet.ge ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა და სასურველი მიმართულების შერჩევა. პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია დაფინანსება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაფინანსება ვრცელდება როგორც სახელმწიფო მონაწილეობით დაფუძნებულ, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ: საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავშესაფრის მაძიებელ პირებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს დამატებითი დაცვის მქონე პირებს რეგისტრაციის პირობები პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირს რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს მიმდინარე პროგრამას. საგაზაფხულო მიღების ეტაპები რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პროცესი. შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით. შერჩევის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ვებგვერდზე: vet.ge სწავლის დაწყება ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ცხელი ხაზი: 032 2 200 220 ელ.ფოსტა: info@emis.ge Facebook Messenger

profesiuli-momzadebisa-da-profesiuli-gadamzadebis-programebze-mighebis-gamotskhadeba-da-msmenelta-charitskhva
12/1/25, 3:05 PM

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მიღების გამოცხადება და მსმენელთა ჩარიცხვა

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალიწინებით, სარეგისტრაციო სისტემაში მიმდინარეობს პროგრამებზე რეგისტრაცია როგორც ღია, ისე დახურული რეგისტრაციის წესით. დახურული რეგისტრაციის შემთხვევაში, დაინტერესებული პირების რეგისტრაციას უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება/იურიდიული პირი. პროფესიული მოზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მიღების გამოცხადება და მსურველთა ჩარიცხვა ხორციელდება „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანებით.

profesiuli-saganmanatleblo-programis-shemadgeneli-modulis-ganfaseba-da-vaucheruli-dafinansebis-gaangarisheba
12/1/25, 2:59 PM

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის განფასება და ვაუჩერული დაფინანსების გაანგარიშება

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). საქართველოს მთვარობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ საფუძველზე, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (https:/ /evet.emis.ge/auth/login ) შესაბამისი ალგორითმის საშუალებით უზრუნველყოფილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაანგარიშება და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესაბამისი ფორმით წარდგენა.

profesiul-saganmanatleblo-programebze-registratsia
11/19/25, 12:10 PM

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 2025 წლის 1 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს 24:00 საათზე. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ხილვა და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: - ბმული 2025 წელს გაზრდილია იმ პროფესიული პროგრამების რაოდენობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. კურსდამთავრებულებს ასევე უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ასევე სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირს შეზღუდული აქვს რეგისტრაციის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს მიმდინარე პროგრამას. საშემოდგომო მიღების ფარგლებში : რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 23 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პერიოდი. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ტესტირება ჩატარდება 11 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 12 ოქტომბერს - წიგნიერება და რაოდენობრივ წიგნიერებაში . გასული წლის ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: - ბმული შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით . შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე – ბმული ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2025 წლის 25 ნოემბერს . დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: 032 2 200 220 ან მიიწეროთ ელ-ფოსტაზე: info@emis.ge